Monday, July 16, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

      დღევანდელ ტრენინგზე  ყველა მონაწილემ გააკეთა თავისი პროექტის გეგმის პრეზენტაცია. მოვისმინეთ უამრავი საინტერესო მოსაზრება, პროექტი,  რა დროსაც მე პირადად აზრად მომივიდა კიდევ ერთი პროექტის დაგეგმვა და განხორციელება. განსაკუთრებით მომეწონა ჩემი კოლეგების პროექტები სახელად: ჯანსაღი ცხოვრების წესი და  საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხეების ტრადიციები.
     მე პირადად ვთვლი რომ ეს ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო  ჩემთვის, რადგან შევისწავლე უამრავი რამ. მაგ, თუ როგორ უნდა შევქმნა ბლოგი, როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეს, თუ როგორ დეტალურად გავწერო პროექტი და კიდევ ბევრი რამ. ასევე გავითავისე რომ მოსწავლეს კონკრეტულ ცოდნასთან ერთად უნდა განვუვითარო 21-ე საუკუნის უნარჩვევები. სექტემბრიდან ვგეგმავ პროექტების განხორციელებას და გამოვიყენებ ამ ტრენინგის დროს მიღებულ ცოდნას, რაც აქამდე მხოლოდ გამაჩნდა ნაწილობრივ და მხოლოდ თეორიულად. 
   დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის, ამ ენერგიულ ქალბატონს,  ასეთი დიდი სიყვარულის, პატივისცემის,თბილი ურთიერთთანამშრომლობისათვის.  

No comments:

Post a Comment