Monday, July 16, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

      დღევანდელ ტრენინგზე  ყველა მონაწილემ გააკეთა თავისი პროექტის გეგმის პრეზენტაცია. მოვისმინეთ უამრავი საინტერესო მოსაზრება, პროექტი,  რა დროსაც მე პირადად აზრად მომივიდა კიდევ ერთი პროექტის დაგეგმვა და განხორციელება. განსაკუთრებით მომეწონა ჩემი კოლეგების პროექტები სახელად: ჯანსაღი ცხოვრების წესი და  საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხეების ტრადიციები.
     მე პირადად ვთვლი რომ ეს ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო  ჩემთვის, რადგან შევისწავლე უამრავი რამ. მაგ, თუ როგორ უნდა შევქმნა ბლოგი, როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეს, თუ როგორ დეტალურად გავწერო პროექტი და კიდევ ბევრი რამ. ასევე გავითავისე რომ მოსწავლეს კონკრეტულ ცოდნასთან ერთად უნდა განვუვითარო 21-ე საუკუნის უნარჩვევები. სექტემბრიდან ვგეგმავ პროექტების განხორციელებას და გამოვიყენებ ამ ტრენინგის დროს მიღებულ ცოდნას, რაც აქამდე მხოლოდ გამაჩნდა ნაწილობრივ და მხოლოდ თეორიულად. 
   დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის, ამ ენერგიულ ქალბატონს,  ასეთი დიდი სიყვარულის, პატივისცემის,თბილი ურთიერთთანამშრომლობისათვის.  

Wednesday, July 11, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე


  ტრენინგი ტრადიციისამებრ, დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, აღვწერეთ სასწავლო პროექტის სრული ციკლი. ვიმუშავეთ  პროექტის გეგმაზე  ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით,მოვიფიქრეთ განსაკუთრებული  საჭიროების  მქონე  მოსწავლისთვის განკუთვნილი დავალება,  განვსაზღვრეთ პროექტისთვის საჭირო რესურსები: აპარატურული, პროგრამული, ბეჭდური, ინტერნეტრესურსები, ინვენტარი, მასალები.
  ტრენინგის  მეშვიდე დღე  საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. აქ მიღებული ცოდნა დამეხმარება მოცემული პროექტი განვახორციელო ჩემს მოსწავლეებთან. იმედია, პროექტი  მოეწონებათ ბავშვებს და აქტიურად ჩაერთვებიან მუშაობაში. პროექტზე მუშაობა დაეხმარება მათ ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაში.
 როგორც ყოველთვის,  ქალბატონმა ქეთიმ შეძლო ყველა მონაწილის დაინტერესება.


Tuesday, July 10, 2018

ტრენინგის მეექვსე დღე




გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი მასალა. გავაკეთეთ  მოსწავლის პრეზენტაცია.გავეცანით შეფასების რუბრიკებს.გადავხედეთ გეგმის ნიმუშებს,რომლებიც დაგვეხმარება გეგმის სწორად შედგენაში. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

ყოველი ახალი ტრენინგი  პირადად ჩემთვის ბევრის მომტანია.

Saturday, July 7, 2018

ტრენინგის მეხუთე დღე




     ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ  შესწავლილი მასალის გამეორებით. გავიგეთ, რომ აუცილებელია საავტორო უფლებების დაცვა, გავეცანით საავტორო უფლებების ორ ნიმუშს და მისი გამოყენების ხერხებს. შევისწავლეთ გუგლის საძიებო ველიდან ინფორმაციის მოძიება და გადატანა ბლოგში, გავუგზავნეთ ერთმანეთს კომენტარები ბლოგზე, შევქმენით მოსწავლის ბლოგი და ავტვირთეთ პროექტის შინაარსთან დაკავშირებული ინფორმაცია და სურათები.
     დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის,  რადგან ძალიან მარტივი და გასაგები მეთოდებით გადმოგვცემს ახალ ინფორმაციას და გვიმარტივებს  სიახლეების დაუფლებას.

Thursday, July 5, 2018

ტრენინგის მეოთხე დღე




   ეს დღეც დაიწყო შესწავლილი მასალის გამეორებით, რომელიც მართლაც ძალიან საჭირო იყო ჩვენთვის, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, ვიმუშავეთ დროში გაწერილ შეფასების გეგმაზე, გავეცანით პროექტის შეფასების პრეზენტაციას, ძალიან საინტერესო იყო პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეთა უნარების წარმოჩენის შესაძლებლობების მრავალფეროვნება, რაც ვფიქრობ დამეხმარება მოსწავლეთა აქტივაციაში.
    ეს დღეც ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.

Tuesday, July 3, 2018

ტრენინგის მესამე დღე





მეცადინეობა, როგორც ყოველთვის, დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით. შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. განვიხილეთ თუ როგორ უნდა განვსაზღროთ  მიზანი შესაბამისი სტანდარტების მიხედვით,  გავიხსენეთ თუ როგორ უნდა მოვარგოთ საგნობრივი სტანდარტი პროექტის მიზნებსა და შედეგებს. დავიხმარეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკომუნიკაციო კითხვებს.
 დღემ საინტერესოდ ჩაიარა. 

Sunday, July 1, 2018

ტრენინგის მეორე დღე



დღეს ტრენინგში მონაწილე პედაგოგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ განსახორციელებელი პროექტების თემები. გავეცანით პუბლიკაციის მომზადების წესებს. ბუკლეტის დამზადებამდე გავიმეორეთ Word-ის ინსტრუმენტები და  დავიწყეთ ბუკლეტის მომზადება. შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის ჩემ მიერ კლასში პროექტის განხორციელების მიზნებს. ვიმუშავეთ ბუკლეტის დიზაინზე.
 ვფიქრობ დღევანდელი ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. 
  დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.